მაია ცქიტიშვილი - არ ვცვლით პრიორიტეტებს და მივყვებით დაწყებულ გეგმებს
მაია ცქიტიშვილი - არ ვცვლით პრიორიტეტებს და მივყვებით დაწყებულ გეგმებს

გიორგი გახარიას გამოსვლაში არაერთხელ გაესვა ხაზი, რომ არ ვცვლით პრიორიტეტებს და მივყვებით დაწყებულ გეგმებს, თუმცა მოხდება იმ პროგრამების გადახედვა, რომელთა განხორციელება უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებითაც გრძელდება მუშაობა და პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული აქცენტების შესაბამისად უფრო აქტუალური გახდება ყველა სამუშაოს დასახულ ვადებში შესრულება.

„მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს, ყველა დეპუტატს ნდობის გამოცხადებისთვის. ძალიან ბევრი შეკითხვა იყო დასმული და იმედი მაქვს ამომწურავი პასუხები გავეცით. ყოველდღიური შრომით შევეცდებით გავამართლოთ ეს ნდობა,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, დაიკავებს თუ არა ახალ კაბინეტში კვლავ ვიცე-პრემიერის თანამდებობას, ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.