მაია ცქიტიშვილი - არ გვაქვს არავითარი საფუძველი, ვიფიქროთ ან გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა
მაია ცქიტიშვილი - არ გვაქვს არავითარი საფუძველი, ვიფიქროთ ან გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარების მინისტრ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობა ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს.

„ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმ ძალიან ბევრი გამოწვევისა, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი ამ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აწყდება, საქართველოში ჯანდაცვის მდგომარეობასთან, ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი სიტუაცია ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში.

თქვენ იცით, რომ 30 პაციენტი გვყავს, იცით, რომ ჯანდაცვის სექტორი სრულად აკონტროლებს ამ ეტაპზე ვითარებას, ჩვენი ეპიდოლოგები მუშაობენ, რომ ყველა კონტაქტი იყოს დადგენილი. შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, ან გამოვაცხადოთ საგანგებო ვითარება, საგანგებო მდგომარეობა. ამდენად ვაგრძელებთ მუშაობას იმ ჩვეულ რეჟიმში, რომელშიც ვიმყოფებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვიღებთ იმ ზომებს, რომლებიც არის საჭირო სოციალური დისტანციისთვის, შეზღუდვას ზედმეტად შეკრებისთვის, ან შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება ჩვენი მაღაზიების ან სავაჭრო ქსელების მუშაობაზე, არანაირად არ აისახება იმ მუდმივ მოწოდებაზე იმ აუცილებელი პრდუქტებისა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა, ბიზნესთან ერთობლივი მუშაობით, უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.