მაია ცქიტიშვილი - ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული სიმართლე, რაც 2008 წლის მოვლენების შესახებ ყველამ ვიცოდით
მაია ცქიტიშვილი - ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული სიმართლე, რაც 2008 წლის მოვლენების შესახებ ყველამ ვიცოდით

ესაა ისტორიული გადაწყვეტილებაა და ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადასტურებული ის სიმართლე, რაც 2008 წლის მოვლენების შესახებ ყველამ ვიცოდით, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ერთის მხრივ, სტრასბურგის დასკვნა შერიგების პოლიტიკის ნაწილი გახდეს, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ოკუპანტ სახელმწიფოზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.