მაია ცქიტიშვილი - აგრესიული ფონი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” მთელი კამპანიის განმავლობაში ქმნიდა, სალომე ზურაბიშვილს საოკუპაციო ხაზთანაც დახვდა
მაია ცქიტიშვილი - აგრესიული ფონი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” მთელი კამპანიის განმავლობაში ქმნიდა, სალომე ზურაბიშვილს საოკუპაციო ხაზთანაც დახვდა

აგრესიული ფონი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” მთელი კამპანიის განმავლობაში ქმნიდა, სალომე ზურაბიშვილს საოკუპაციო ხაზთანაც დახვდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრი გამოეხმაურა სოფელ ატოცში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტის, ლანა ღვინჯილიას მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

„ბუნებრივია, მომხდარს უარყოფითად ვაფასებ, რადგან სალომე ზურაბიშვილი მისული იყო იქ, სადაც გვტკივა. იმ ტერიტორიაზე, სადაც, სამწუხაროდ, ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება. შესაბამისად, ის აგრესიული ფონი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მთელი კამპანიის განმავლობაში ისმოდა, სალომე ზურაბიშვილს საოკუპაციო ხაზთანაც დახვდა, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ოკუპაციის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში  ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.