მაია ცქიტიშვილი - 2019 წელს 40-მდე ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო
მაია ცქიტიშვილი - 2019 წელს 40-მდე ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ რეგიონში პროექტების დაგეგმვა და დაფინასება ხდება რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოკვეთილი პირველადი საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე.

,,გამოიკვეთა, რომ პრაქტიკულად ყველა რეგიონში ძალიან მწვავედ დგას საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობის და მდგომარეობის საკითხი. სწორედ ამის გამო 2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით დავიწყეთ 40-მდე ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა. გარდა ამისა, რეგფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტები წელს დაასრულებენ 48 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ დონორებთანაც დამატებითი დაფინანსების მოზიდვის მიზნით“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.