მაია ბითაძე – უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები არის გადაგდებული ლუკმა და დამამშვიდებელი პრიზი რადიკალური ოპოზიციისთვის

19:25, 05.12.2024

უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები არის გადაგდებული ლუკმა და დამამშვიდებელი პრიზი რადიკალური ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.

ბითაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის განწირული მოთხოვნაა, რომელიმე უცხოელმა აქტორმა დაასანქციროს ან რაიმე მავნებლური ზომები მიიღონ ამ ქვეყნის მოქალაქეებისა და საქართველოს წინაშე.

„რეალურად, უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები არის გადაგდებული ლუკმა და დამამშვიდებელი პრიზი რადიკალური ოპოზიციისთვის. გასაოცარია და გამაოგნებელია, როგორ იცლის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, რათა საქართველოს მოქალაქეები დაასანქციროს, მათ შორის ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც გზების მშენებლობაზეა პასუხისმგებელი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას.

მსგავსი