მაია ბითაძე - სამწუხაროა, რომ არასამთავრობოებისგან კვლავ ვისმენთ ტექსტებს, რომელიც საარჩევნო გარემოს არყევს და ქვეყნის პრესტიჟს ზიანს აყენებს
მაია ბითაძე - სამწუხაროა, რომ არასამთავრობოებისგან კვლავ ვისმენთ ტექსტებს, რომელიც საარჩევნო გარემოს არყევს და ქვეყნის პრესტიჟს ზიანს აყენებს

სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან კვლავ ვისმენთ ისეთ ტექსტებს, რომელიც საარჩევნო გარემოს არყევს და ზიანს აყენებს ქვეყნის პრესტიჟს, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ საქართველოს პირველ არხს  განუცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემოს დრამატიზება ხდება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არ ვისმენთ დადებითი მხარეების შესახებ ინფორმაციას, რაც საარჩევნო რეფორმას მოჰყვა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. ნათელია, რომ გარკვეულწილად, წინასაარჩევნო გარემოს დრამატიზება ხდება სავარაუდოდ იმისთვის, რომ ვინაიდან, მათ იციან, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, არჩევნების შემდეგ გადაგვიყვანონ რაღაც ახალ პოლიტიკურ რყევებში, რასაც ვერ მიაღწევენ. არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის „ისფედის“ მიმართ პატივისცემას გამოვხატავ და ყველას მოვუწოდებ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები შეაფასონ“, – განაცხადა ბითაძე.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშშია საუბარი, წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ.

დატოვე კომენტარი