მაია ბითაძე - სახელმწიფოებმა და საპარლამენტო დიპლომატიამ საკუთარი სუვერენული და ეკონომოკური ინტერესებით უნდა გააძლიერონ როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობები
სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები კიდევ ერთი საშუალება იქნება, გავცვალოთ ინფორმაცია და გზავნილები ეკონომიკური, დიპლომატიური ურთიერთობების გაღვივების თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანასთან.
„დეტალურად იყო განხილული ის გამოწვევები, რაც როგორც საქართველოს, ასევე მაკედონიას აქვს. ამ შეხვედრების დროს და ასამბლეაზე ნათლად იკვეთება, რომ არსებობს მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოს ყველა სახელმწიფომ და საპარლამენტო დიპლომატიის, საკუთარი სუვერენული და ეკონომიკური ინტერესებით უნდა გააძლიეროს თითოეულმა ქვეყანამ როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.