მაია ბითაძე - ოპოზიციას და პრეზიდენტს მოვუწოდებ, გამონახონ ძალა და აღიარონ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირამდე მიიყვანს, დაპირისპირების გარეშე უნდა გავიაროთ
მაია ბითაძე - ოპოზიციას და პრეზიდენტს მოვუწოდებ, გამონახონ ძალა და აღიარონ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირამდე მიიყვანს, დაპირისპირების გარეშე უნდა გავიაროთ

ოპოზიციას და პრეზიდენტს მოვუწოდებ, გამონახონ ძალა იმისთვის, რომ აღიარონ, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირამდე მიიყვანს, ჩვენ მშვიდად უნდა გავიაროთ რადიკალიზაციისა და დაპირისპირების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, რომელიც სკანდინავიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაშია.

მისივე თქმით, რეალურად, რაც საქართველოში ხდება, სხვადასხვა განცხადებით, მათ შორის მოწოდება ორი შეკრების მოწყობის თაობაზე, სრულიად არარელევანტური და არადროულია იმ პროცესის გათვალისწინებით, რაც ახლა მიმდინარეობს ევროპაში და ევროპულ სტრუქტურებში.

„ახლა დრო არ არის მოწოდებების, რომელიც რადიკალიზაციას ხელს უწყობს და ქვეყანას ცუდად წარმოაჩენს პარტნიორებთან. ევროპის დედაქალაქებში ვიზიტების ფარგლებში ყველანაირად ვეცადეთ, მათთვის გვეჩვენებინა ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ახორციელებს. ევროპელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ არასერიოზული პოლიტიკური ტურბულენტობის შესახებ, რაც სამწუხაროდ, საქართველოშია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.