მაია ბითაძე - მრცხვენია, რომ ვაიოპოზიციიდან ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ სამშობლო, კოლეგები, ადამიანები
მაია ბითაძე - მრცხვენია, რომ ვაიოპოზიციიდან ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ სამშობლო, კოლეგები, ადამიანები

მრცხვენია, რომ ვიცნობ, სამწუხაროდ, ადამიანებს ვაიოპოზიციიდან, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბითაძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას.

„ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას და მართლა მრცხვენია, რომ ვიცნობ, სამწუხაროდ, ადამიანებს ვაიოპოზიციიდან, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი – სამშობლო, კოლეგები, ადამიანები და თავად არც კი იციან, რა წერია ასოცირებაში, რამდენი კანონი დარჩა მისაღები, და ძალიან ხშირად, იმიტომ, რომ, მარტივად, არ იციან, არ წაუკითხავთ, სწორედ ასოცირების ვალდებულებებს აპროტესტებენ“, – წერს ბითაძე.