მაია ბითაძე - კიდევ ერთხელ ვნახეთ ნათელი მაგალითი, რომ კეზერაშვილი არათუ პოლიტიკური დევნის სუბიექტია, არამედ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სწორია
კიდევ ერთხელ ნათელი მაგალითი ვნახეთ, რომ კეზერაშვილი არათუ პოლიტიკური დევნის სუბიექტია, არამედ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სწორია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძის თქმით, საბედნიეროდ, სტრასბურგის სასამართლო და ის სამართალი არსებობს, რომლის დაცვა ხდება.
„რადიკალებისა და მათი უცხოელი დამფინანსებლების მიერ მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი პოლიტდევნილად თუ გმირად არიან გამოცხადებული, მაგრამ, საბედნიეროდ, სახეზეა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მთლიანად არის გაბათილებული სიცრუე. საბედნიეროდ, სტრასბურგის სასამართლო და ის სამართალი არსებობს, რომლის დაცვა ხდება. კიდევ ერთხელ ნათელი მაგალითი ვიხილეთ – კეზერაშვილი არათუ პოლიტიკური დევნის სუბიექტია, არამედ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სწორია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა სამინისტროში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება.