მაია ბითაძე - ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარესთან კარგი შეხვედრა გვქონდა, ჩვენ და ისრაელი ბევრ საკითხზე ერთნაირ ხედვას ვიზიარებთ
მაია ბითაძე - ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარესთან კარგი შეხვედრა გვქონდა, ჩვენ და ისრაელი ბევრ საკითხზე ერთნაირ ხედვას ვიზიარებთ

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარესთან კარგი შეხვედრა გვქონდა, იმ საერთო ღირებულებებს გაესვა ხაზი, რომელსაც ვიზიარებთ, როგორც საქართველო, ასევე ისრაელი, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

ბითაძის თქმით, ასევე შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რაც მთელ მსოფლიოშია.

„ორივე მხარე შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობა მთავარი საყრდენი უნდა იყოს, რომელიც მთელ მსოფლიოს საფუძველს მისცემს, რომ სწორი განვითარების გზას დაადგეს. ჩვენ და ისრაელი ბევრ საკითხზე ერთნაირ ხედვას ვიზიარებთ, მათ შორის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიმართულებით, რომლის მიზანია მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა და უკრაინაში ომის დასრულება“, – განაცხადა ბითაძემ.