მაია ბითაძე - გვიწევს ხარკის გადახდა იმ ტერიტორიების გამოსყიდვისთვის, რომლებიც თავის დროზე არ უნდა გაყიდულიყო
მაია ბითაძე - გვიწევს ხარკის გადახდა იმ ტერიტორიების გამოსყიდვისთვის, რომლებიც თავის დროზე არ უნდა გაყიდულიყო

პოპულისტური განცხადებები რაიმე ფონდთან დაკავშირებით არის სპეკულაცია, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ევროპული საქართველოს“ ერთი-ერთი ლიდერისა და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„არ მგონია, საჭირო იყოს რეკომენდაციების გაცემა თბილისის მერიის მიმართ. გამოწვევები, რომლებიც მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისა და მონაცვლეობის კუთხით გვაქვს, მასშტაბურია და წარმოქმნილია არამარტო ბატონი გიგის დროს, არამედ სხვა პერიოდებშიც, მაშინ, როდესაც პრივატიზაციის პროცესი დაიწყო და კერძო საკუთრებები წარმოიშვა იქ, სადაც არ უნდა წარმოშობილიყო. პოპულისტური განცხადებები რაიმე ფონდთან დაკავშირებით არის სპეკულაცია, რადგან ნებისმიერი მონაცვლეობა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და გვიწევს ხარკის გადახდა ტერიტორიის გამოსყიდვისთვის, რომელიც თავის დროზე არ უნდა გაყიდულიყო“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დღეს ინიციატივით გამოვიდა, შეიქმნას ზეპარტიული ფონდი, რომლის მუშაობაში ჩართვის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფონდში ტერიტორიების გამოსასყიდად თანხა შეგროვდება.

დედაქალაქის ყოფილმა მერმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.