მაია ბითაძე - გუშინ აქცია მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი იყო, ეს ყველაფერი იმ გარემოებამ განაპირობა, რომ შესაბამისი ღონისძიებები გატარდა, როგორც აღმოჩნდა, აქციები პარტიული ყულაბიდან ფინანსდებოდა
მაია ბითაძე - გუშინ აქცია მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი იყო, ეს ყველაფერი იმ გარემოებამ განაპირობა, რომ შესაბამისი ღონისძიებები გატარდა, როგორც აღმოჩნდა, აქციები პარტიული ყულაბიდან ფინანსდებოდა

გუშინდელი აქცია მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი იყო. ეს ყველაფერი იმ გარემოებამ განაპირობა, რომ შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. ამოღებულ იქნა ის საშუალებები, რითიც თითოეული აქცია ძალადობრივ ხასიათს იღებდა, თავდასხმა ხორციელდებოდა სამართალდამცვლებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.

ბითაძის თქმით, საპროტესტო აქციები მთლიანად პარტიული ყულაბიდან ფინანსდებოდა.

„ყველა კარგად ვხედავდით, ამ ძალადობის მიზანი რა იყო. როგორც აღმოჩნდა, საპროტესტო აქციები მთლიანად პარტიული ყულაბიდან ფინანსდებოდა და მხარდაჭერილი იყო იმ რადიკალური ოპოზიციური პარტიებიდან, რომელთა ლიდერები აქციაზე პრაქტიკულად არ გამოჩენილან და წინა პლანზე იმ აქტივისტებს უშვებდნენ, რომელთაც სამართალდამცავებთან ერთად წირავდნენ დაზიანებებისთვის და ქვეყანას ძალადობრივი პროცესების გაღვივებისკენ უბიძებდნენ, რაც გუშინ გატარებული ღონისძიებების შემდეგ აღმოიფხვრა და მშვიდობიანი აქცია ვნახეთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.