მაია ბითაძე - გახსნან ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ, რამდენ ხანში გადავასწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას, პატივი გვცენ, როგორც ერს, კოლონიალიზმი 50-იანებში დასრულდა
დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არგახსნით გვემუქრებით, თვეებია და „ოკ“ როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია? გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ, რამდენ ხანში გადავასწრებთ ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც ევროკავშირს მიმართავს.
„მოვა დრო და ჩვენს ევროპელ მეგობრებს (ელჩებს) საჯაროდაც მოერიდებათ ჩვენთვის თვალებში ჩახედვა. კულისებში როგორ იმართლებენ თავს, ისედაც კარგად ცნობილია.
რასაც თქვენ დღეს საქართველოს უკეთებთ, ამას ვუთხარით უარი 90-იანებში, რუსის ტვინით და პროპაგანდით აზროვნება რომ არ გვინდოდა. უმრავლესობა, თქვენდა სამწუხაროდ, ცოცხლები ვართ და კარგად გვახსოვს თქვენი შეშფოთება ან საერთოდ იგნორი – 90-იანებში, 2008-ში და მთელი ის 9 წელი, როდესაც „ნაცები“ გვატერორებდნენ.
დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არგახსნით გვემუქრებით, თვეებია და „ოკ“ როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია?
გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ, რამდენ ხანში გადავასწრებთ ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მგდომ ყველა კანდიდატ ქვეყანას.
გახსენით მოლაპარაკებები!!! და პატივი გვეცით, როგორც ერს! კოლონიალიზმი 50 იანებში დასრულდა, European Union in Georgia“, – წერს მაია ბითაძე.