მაია ბითაძე - ევროპარლამენტიც შოკშია და ქართველი ხალხიც, ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას
მაია ბითაძე - ევროპარლამენტიც შოკშია და ქართველი ხალხიც, ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას

ჩემო ოპოზიციონერო კოლეგებო, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სამშობლო კი უნდა გიყვარდეთ და გიხაროდეთ, რომ ევროინტეგრაცია აქტიურ ფაზაშია და ისტორიის ეს ფურცელი „ქართულმა ოცნებამ“ დაწერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაია ბითაძე წერს, ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას.

„ვიცინოთ თუ ვიტიროთ აღარ ვიცით:

1. არ დააინიცირეს ჩვენთან ერთად რეზოლუცია, ამ ჩვენს სამშობლოს რეპუტაციას ერჩიან, სადაც და როგორც შეუძლიათ, ისე;

2. „ევრონესტის“ მუშაობის პროცედურა არ იციან;

3. კომიტეტებზე ჩვენ მიერ დაინიცირებულ სხვა ცვლილებებსაც არ დაუჭირეს მხარი საქართველოს დეოკუპაციისა და ევროინტეგრაციის, ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ (პირდაპირი ეთერები იყო ვისაც აინტერესებს ნახავს);

4. ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა დაადასტურა, რასაც გუშინ საღამოდან ვამბობთ წუხილით, რომ ინიცირებისთვის არ გვეყო ხმები და მხოლოდ „ოცნებისა“ და მოლდოვის დელეგაციამ დავასპონსორეთ რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის ევროინტეგრაციას, ომის დაგმობასა და დეოკუპაციას ეხება.

ახლა დებენ პოსტებს – შოკშია ევროპარლამენტიო. შოკშია, აბა რა!!! ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას!

ევროპარლამენტიც შოკშია და ქართველი ხალხიც. ჩვენ, „ოცნების“ დეპუტატები მიჩვეული ვართ, მით უმეტეს, რომ არც იმ კანონის პროექტებს უჭერენ მხარს პარლამენტში, რომლებიც ასოცირების ვალდებულებებია.

P.S. ჩემო ოპოზიციონერო კოლეგებო, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სამშობლო კი უნდა გიყვარდეთ და გიხაროდეთ, რომ ევროინტეგრაცია აქტიურ ფაზაშია და ისტორიის ეს ფურცელი „ქართულმა ოცნებამ“ დაწერა“, – წერს მაია ბითაძე.