მაია ბითაძე - ე.წ. პირბადეების აქციის მესიჯი მიღებულია
მაია ბითაძე - ე.წ. პირბადეების აქციის მესიჯი მიღებულია

წინასაარჩევნო პერიოდის დროს, ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც კახა კალაძის მიერ იყო წარდგენილი, ეხმაურება ე.წ. პირბადეების აქციის ფორმატს,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ბითაძემ თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„აქციის მესიჯი მიღებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფლეშმობის მსგავსი აქცია ჩატარდა, არამედ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის დროს, ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც კახა კალაძის მიერ იყო წარდგენილი, ეხმაურება ზუსტად ამ აქციის ფორმატს-ეს არის ჰაერის დაბინძურება.

ნამდვილად მიხარია, რომ პირველი წელი იყო, როდესაც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის დროს ყველაზე აქტუალური თემა იყო გარემოს დაცვის საკითხები,”- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისი თქმით, ე.წ. „პირბადეების აქცია” საკმაოდ აქტუალურ თემას ეხებოდა, თუმცა მსგავსი ღონისძიებები გარკვეულ პროცედურულ ნაწილში უნდა მოექცეს.

დედაქალაქში რამდენიმე ძეგლზე პირბადეები გუშინ დილიდან გამოჩნდა.