მაია ბითაძე - დროა, მიხეილ სააკაშვილის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება შევწყვიტოთ, ყველაფერი კომიკური გახდა
მაია ბითაძე - დროა, მიხეილ სააკაშვილის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება შევწყვიტოთ, ყველაფერი კომიკური გახდა

დროა, მიხეილ სააკაშვილის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება შევწყვიტოთ, ყველაფერი კომიკური გახდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანია, რომელიც ცოტა ხნის წინ დემენციით იყო დაავადებული.

„არასერიოზულია, რომ სერიოზულად განვიხილოთ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები. ადამიანის, რომელიც, როგორც გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ დემენციით იყო დაავადებული. ვფიქრობ, დროა, საერთოდ შევწყვიტოთ კომენტარების გაკეთება მიხეილ სააკაშვილის არასერიოზულ განცხადებებზე. ყველაფერი კომიკური გახდა“, – განაცხადა  მაია ბითაძემ.