მაია ბითაძე – 38 ხმით გატანილი ჯო უილსონის ცრუ და მიკერძოებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარია

15:54, 08.07.2026

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ „ჰააგის დეკლარაციას“, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.

როგორც მაია ბითაძე წერს, 38 ხმით გატანილი ჯო უილსონის ცრუ და მიკერძოებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარია.

„323 პარლამენტარი ეუთო-ს (OSCE) 57 წევრი სახელმწიფოდან. 239 დამსწრე ჰააგის 33-ე სესიაზე (OSCE PA), 38 ხმით გატანილი ჯო უილსონის ცრუ და მიკერძოებული რეზოლუცია, საქართველოს შესახებ წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარი და სხდომის მერე ჩვენს დელეგაციასთან აქტიური კომუნიკაცია და სინანული! იფიქრებდი ადამიანი, თითქოს ჩვენ ვაიძულეთ, დაედგათ და გაეთამაშებინათ ეს სცენარი. ესაა საერთაშორისო ორგანიზაციების დასუსტების მზარდი ტენდენციის სამწუხარო შედეგი“, – წერს მაია ბითაძე.

ცნობისთვის, საქართველოს შესახებ რეზოლუციის – „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

მსგავსი