მაია ბარათაშვილის შემოქმედებითი საღამო 23 მაისს გაიმართება
მაია ბარათაშვილის შემოქმედებითი საღამო 23 მაისს გაიმართება

25 წელი სცენაზე – მაია ბარათაშვილის შემოქმედებითი საღამო  ჯანსუღ კახიძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.

თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე მომღერალი, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და ბიგბენდთან ერთად, 23 მაისს გამოვა.

საღამოს  ვახტანგ კახიძე და გივი გაჩეჩილაძე უდირიჟორებენ.