„მაი ვეი ეარლაინსმა“ თბილისიდან ქუვეითის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დაიწყო

10:50, 08.07.2019

ქართული ავიაკომპანია „მაი ვეი ეარლაინსი“ („Myway Airlines“) 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ჩარტერულ ფრენებს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით შეასრულებს.

თბილისი-ელ-ქუვეითი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიამ რეისების შესრულება 2019 წლის 6 ივლისიდან დაიწყო. ფრენები 17 სექტემბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიარეისები Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 5 ივლისს მიენიჭა.

მსგავსი