მაჰმუდ აბასმა 22 მაისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გადაავადა
მაჰმუდ აბასმა 22 მაისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გადაავადა

პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა 22 მაისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გადაავადა. მიზეზი კი, ისრაელის ხელისუფლების უარი გახდა, აღმოსავლეთ იერუსალიმში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის უცნობია, გაიმართება თუ არა ივლისში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები.

პალესტინაში არჩევნები გასული 15 წლის განმავლობაში პირველად უნდა გამართულიყო, რომლის შედეგადაც პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს 120 მანდატიანი პარლამენტი უნდა ჩამოეყალიბებინა.