მაჰმუდ აბასი - პრობლემა არა პალესტინის პოლიტიკის შეცვლასა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში, არამედ ისრაელის მთავრობის პოლიტიკაშია
მაჰმუდ აბასი - პრობლემა არა პალესტინის პოლიტიკის შეცვლასა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში, არამედ ისრაელის მთავრობის პოლიტიკაშია

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ის მზად არის პალესტინაში რეფორმების ჩასატარებლად, მაგრამ ეს უნდა ჩატარდეს ორი ქვეყნის გადაწყვეტის საფუძველზე. ამის შესახებ მან „როიტერს“ განუცხადა.

„პრობლემა არა პალესტინის პოლიტიკის შეცვლასა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში, არამედ ისრაელის მთავრობის პოლიტიკაშია“, – ასე უპასუხა აბასმა პალესტინის განახლების შესახებ აშშ-ს შეთავაზებას, რათა მოემზადონ ღაზის სექტორის სამართავად ომის შემდეგ.

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი კვლავ მოუწოდებს აშშ-ს, რომ დააფინანსონ 1991 წლის მადრიდის სამიტის მსგავსი საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია, რათა 1967 წელს დადგენილი პალესტინის საზღვრები აღდგეს.

„მე ვუჭერ მხარს მოლაპარაკებებს, რომელიც საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციით და საერთაშორისო ეგიდით არის დაფუძნებული. ეს მიგვიყვანს ისეთ გამოსავლამდე, რომელსაც მსოფლიო ძალები დაიცავენ, რათა დაამყარონ სუვერენული პალესტინის სახელმწიფო ღაზის სექტორში, დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში“, – ამბობს აბასი.

აბასი ასევე აცხადებს, რომ პალესტინა მზადაა, ღაზის სექტორის სამართავად, მაგრამ დასჭირდებათ რესურსები, რადგან მიმდინარე ომის გამო ღაზის დიდი ნაწილი განადგურებულია.

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი ღაზის სექტორში მომხდარზე პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს და ისრაელის თანამონაწილეს უწოდებს.