მაჰმუდ აბასი ბეთლემში საშობაო მესას ​დაესწრო
მაჰმუდ აბასი ბეთლემში საშობაო მესას ​დაესწრო

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი საშობაო მესას ბეთლემში, შობის სახელობის ტაძარში დაესწრო, სადაც ლიტურღიას იერუსალიმის ლათინური საპატრიარქოს არქიეპისკოპოსი გაუძღვა.

პიერბატისტა პიზაბალა რომის პაპის, ფრანცისკეს წარმომადგენელია წმინდა მიწაზე. ის ლიდერებს მოუწოდებს, მოიძიონ გამბედაობა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი გადაწყვიტონ.

ცერემონია, რომელსაც, მაჰმუდ აბასის გარდა, სხვა პალესტინელი პოლიტიკოსებიც დაესწრნენ, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, იესო ქრისტეს დაბადების ადგილას, ბეთლემში გაიმართა.

დატოვე კომენტარი