მაჰმუდ აბასი - არავითარი მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა არ იქნება, ვიდრე იერუსალიმი ოკუპაციისგან მთლიანად არ გათავისუფლდება
მაჰმუდ აბასი - არავითარი მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა არ იქნება, ვიდრე იერუსალიმი ოკუპაციისგან მთლიანად არ გათავისუფლდება

არავითარი მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა არ იქნება, ვიდრე იერუსალიმი ოკუპაციისგან მთლიანად არ გათავისუფლდება – ამის შესახებ პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციაზე საუბრისას განაცხადა.

მაჰმუდ აბასის თქმით, პალესტინელები საკუთარ ქვეყანას არასდროს დატოვებენ და ისრაელის ოკუპაციას დაასრულებენ.

„იერუსალიმი არის წითელი ხაზი, იერუსალიმი არის პალესტინის გული და მისი სული. მე სიტყვით მივმართავ კონკრეტულად ამერიკასა და ისრაელს, ჩვენ ყელში ამოგვივიდა, წადით ჩვენგან, დაგვტოვეთ. ჩვენ თქვენს თვალებში ეკალივით დავრჩებით, ჩვენს ქვეყანას არასდროს დავტოვებთ. დღეს, ხვალამდე დავასრულებთ თქვენს ოკუპაციას. ჩვენ აღარ გავიმეორებთ იმას, რაც მოხდა 1948 წელს და არც იმას, რაც 1967 წელს მოხდა. შეიხ ჯარას არ დავტოვებთ, არ დაწყნარდება, არ არ დამშვიდდება“ – განაცხდა მაჰმუდ აბასმა.