„მაგთიკომის“ ფიქსირებული ინტერნეტის მინიმალური პაკეტი 25 თებერვლიდან ძვირდება
„მაგთიკომის“ ფიქსირებული ინტერნეტის მინიმალური პაკეტი 25 თებერვლიდან ძვირდება

„მაგთიკომის“ ფიქსირებული ინტერნეტის მინიმალური პაკეტი 25 თებერვლიდან 27 ლარის ნაცვლად 30 ლარი ეღირება. ამასთან, გაორმაგდება ინტერნეტის სიჩქარე 10 მბ/წმ ნაცვლად, 20 მბ/წმ გახდება. ეს და სხვა სატარიფო ცვლილებები „მაგთიკომის“ მიერ ერთი თვის წინ დაანონსდა.

14 თებერვალს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტარიფების ნაწილის გაძვირება შეაჩერა. კერძოდ, ძალაში რჩება მობილური კავშირის 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტის ღირებულება. ამასთან, კომისია ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევასა და ანალიზს ჩაატარებს. შესაძლოა, ძველ ნიშნულს გაძვირებული ტარიფები ამის შემდეგ დაუბრუნდეს.

ამ დროისთვის ტარიფების ცვლილება სრულად შეაჩერა „სილქნეტმა“, სადაც მარეგულირებელი კომისიის პარალელურად, უცხოელი ექსპერტების საშუალებით კვლევის დამოუკიდებლად ჩატარებასაც გეგმავენ.