„მაგთიკომი“ მომხმარებლებს თაღლითობის შესახებ აფრთხილებს
„მაგთიკომი“ მომხმარებლებს თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

კომპანია „მაგთიკომი“ მომხმარებლებს თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ მომხმარებელმა მოიგო ტელეფონი, ხოლო პრიზის მისაღებად კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ.

„გარკვეულ ვებგვერდებზე შესვლისას შეიძლება, მიიღოთ შეტყობინება ინფორმაციით, რომ თქვენ გახდით შემთხვევით შერჩეული იღბლიანი მომხმარებელი და მოიგეთ Apple iPhone 14, პრიზის მისაღებად კი, ითხოვენ კითხვებზე პასუხის გაცემას. ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს.

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებგვერდის საშუალებით. არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.