„მაგთიკომი“ ინდივიდუალური აბონენტებისთვის მობილურ ინტერნეტს არ გააძვირებს
„მაგთიკომი“ ინდივიდუალური აბონენტებისთვის მობილურ ინტერნეტს არ გააძვირებს

კომპანია „მაგთიკომი“ ინდივიდუალური აბონენტებისთვის მობილურ ინტერნეტს არ გააძვირებს, – ამის შესახებ  ჟურნალისტებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განუცხადა.

ინდივიდუალური აბონენტებისთვის ინტერნეტის გაძვირება „მაგთიკომმა“ იანვარში დააანონსა, თუმცა კომისიის თხოვნით პირველი მარტამდე შეაჩერა. კახა ბექაურის ინფორმაციით, გადაწყდა, რომ კომპანია ინტერნეტს არ გააძვირებს.

სავარაუდოდ ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი კონსოლიდირებული, სახელმწიფო ტენდერის ახალი პირობებია. კერძოდ, მარტიდან საჯარო უწყებათა თანამშრომლებისთვის ინტერნეტ-პაკეტების ღირებულება გაიზარდა.