ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ნორვეგიელმა დიდოსტატმა მაგნუს კარლსენმა წააგო ონლაინ-სუპერტურნირის Skilling Open-ის ფინალი ამერიკელ უესლი სოსთან.
რვა პარტია რაპიდში ფრედ დასრულდა – 4:4. ორპარტიან ტაი-ბრეიკზე კი სო უფრო ძლიერი აღმოჩნდა ბლიცში – 1.5:0.5.
ასე რომ, ამერიკელმა მოიგო ტურნირის მთავარი პრიზი – 30 ათასი დოლარი.
30 ნოემბერს, კარლსენი 30 წლის გახდა.