მაგნუს კარლსენი საერთაშორისო ფედერაციაში რუსი მოჭადრაკეების დაბრუნების წინააღმდეგია #1TVSPORT
მსოფლიოს მე-16 ჩემპიონმა, ნორვეგიელმა დიდოსტატმა მაგნუს კარლსენმა განაცხადა, რომ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში (FIDE) რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეების დაბრუნების წინააღმდეგ გამოვა.
კარლსენი შაბათს, 21 სექტემბერს სიტყვით გამოვა FIDE-ს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც იგეგმება რუსებისა და ბელარუსების ორგანიზაციაში დაბრუნების საკითხის განხილვა.
ხუთშაბათს, 19 სექტემბერს ნორვეგიელს გადაეცა ფედერაციის დაარსებიდან (1924 წელი) დღემდე საუკეთესო მოჭადრაკის პრიზი. მან ჯილდო FIDE-ს პრეზიდენტისგან, არკადი დვორკოვიჩისგან მიიღო.
„რა თქმა უნდა, მოხარული ვარ ამ ჯილდოს მიღებით, მაგრამ პირადად მიმაჩნია, რომ გარი კასპაროვის (მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი. რუსეთის იუსტუციის სამინისტრომ უცხოელ აგენტად აღიარა, ასევე შეიყვანეს ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაში) კარიერა უკეთესად წარიმართა, ვიდრე ჩემი. მაგრამ მესმის, რატომ მივიღე ეს ჯილდო.
ის აუცილებლად გამოვიდოდა რჩევით, არ დააბრუნონ ფედერაციაში რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეები. Მეც სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ“, – განაცხადა კარლსენმა.