დასვენება არარსებულ ქვეყანაში - ​აფხაზეთის შესახებ „მაგნუმი“ ფოტოამბავს აქვეყნებს
დასვენება არარსებულ ქვეყანაში - ​აფხაზეთის შესახებ „მაგნუმი“ ფოტოამბავს აქვეყნებს

აფხაზეთი: დასვენება არარსებულ ქვეყანაში, – ამ სათაურით აქვეყნებს პრესტიჟული სააგენტო „მაგნუმი“ ფოტოამბავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის შესახებ.

ფოტოები აფხაზეთში 2005 წლის ზაფხულშია გადაღებული. ფოტოგრაფი იონას ბენდიქსენი აფხაზეთში ჩასვლამდე ორი წელი მოსკოვში ცხოვრობდა. ფოტოგრაფი ამბობს, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში უცნობმა ნათესაურმა კავშირმა ჩაიყვანა.

„როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, დედაჩემმა (რომელიც ნიუ იორკში არის დაბადებული) მიიღო წერილი საბჭოთა კავშირში მცხოვრები ნათესავებისგან, რომლებიც არც კი ვიცოდით, რომ არსებობდნენ“, – წერს ფოტოგრაფი. მან ამის შემდეგ იმ ადგილის მონახულება გადაწყვიტა, რომელთანაც დაკავშირებული იყო.

იონას ბენდიქსენი ასე აღწერს აფხაზეთს: „პოსტსაბჭოთა რეგიონში, სადაც არ უნდა წასულიყავი, შენობები, სოფლები იყო იდენტური. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს დრო გაჩერდა. მაგრამ აფხაზეთი ყოველთვის იქნება გამორჩეული, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ნაცრისფერია რამდენიმე უბანი, აქ ბუნება უნიკალურია. მთებიდან პირდაპირ სანაპიროზე შეგიძლია, ჩახვიდე. ადგილს აქვს უნიკალური ხასიათი და ეშხი, რომლის იგნორირებაც წარმოუდგენელია“.