მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს „ომეგა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი გამოიკითხა
მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს „ომეგა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი გამოიკითხა

სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს „ომეგა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი გამოიკითხა. მათ შორის, BMW ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ხაჩიშვილი.

მის გარდა, გამოიკითხა დავით ფანქველაშვილიც. ორივე მათგანთან კითხვები ე.წ TBC ბანკის ეპიზოდთან დაკავშირებით არსებობდა.

ალექსანდრე ხაჩიშვილმა განმარტა, რომ სწორედ მან განახორციელა ტრანზაქცია, რა დროსაც ბანკიდან ოთხამდე მილიონი ლარის ოდენობის თანხა გამოიტანა. მისი თქმით,პროცესს ესწრებოდა ლევან ყიფიანი და სწორედ სპორტის ყოფილი მინისტრის მითითებით ეს თანხა იმ ავტომობილში მსხდომებს გადასცა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ.

ადგილზე ყიფიანის ყოფნა დაადასტურა დავით ფანქველაშვილმაც.

„კითხვები, პირველ რიგში, TBC-ის ეპიზოდზე იყო. საუბარი შეეხო ასევე კომპანიის ფუნქციონირებას. კითხვებს ამომწურავად ვუპასუხე. ვისაუბრე ფულის გამოტანის მომენტზე. ასევე შემდეგ და მანამდე განვითარებულ მოვლენებზე“, – განაცხადა ფანქველაშვილმა.