მაგისტრალურ გაზსადენზე დაზიანების გამო, აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ
მაგისტრალურ გაზსადენზე დაზიანების გამო, აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ

„ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო, აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, დაზიანების აღსადგენად ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფების მაქსიმალური მობილიზაციაა.

„მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას პრობლემა და ზემოთ აღნიშნულ რეგიონებს აღუდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება.

სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.