მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა #1TVSPORT
23-24 მარტს „არენა 2-ზე“ მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირში 82 საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგებში:
ვაჟებს შორის ერთეულთა ფინალში ერთმანეთს ლაშა ლომია და ლევან ბელიაშვილი დაუპირისპირდნენ, ჩემპიონობა ლაშა ლომიამ იზეიმა.
ქალთა ფინალში კი ვენერა ბარამიძე და ანა ნიკოიან-ჩერვიკი შეხვდნენ. გამარჯვება ანა ნიკოიან-ჩერვიკმა მოიპოვა.
ქალთა წყვილების ფინალში კი ერთმანეთს მარიამ გორგაძისა და თაკო რიჟვაძის წყვილი ანასტასია ჩხარტიშვილსა და ნინი ლიპარტიას დაუპირისპირდა. საქართველოს ჩემპიონი ჩხარტიშვილისა-ლიპარტიას წყვილი გახდა.
ვაჟთა წყვილების ფინალში ნიკოლოზ ჩხარტიშვილი და დავით ჭედიშვილი ანდრია ჩხარტიშვილსა და მათე ღამბარაშვილს შეხვდა, გამარჯვება ჩხარტიშვილი-ჭედიშვილის წყვილმა მოიპოვა.
შერეულ წყვილთა შორის საქართველოს ჩემპიონობა კი ანა ნიკოიან-ჩერვიკისა და ზურაბ თებიძის გუნდმა იზეიმა. ფინალში ეს წყვილი ნიკოლოზ ჩხარტიშვილსა და ნინი ლიპარტიას დაუპირისპირდა.