მაღლივი კორპუსიდან პეკინის ქუჩამდე ველობილიკის მოწყობაზე საპროექტო ტენდერი მიმდინარეობს
მაღლივი კორპუსიდან პეკინის ქუჩამდე ველობილიკის მოწყობაზე საპროექტო ტენდერი მიმდინარეობს

მაღლივი კორპუსიდან პეკინის ქუჩამდე ველობილიკის მოწყობაზე საპროექტო ტენდერი მიმდინარეობს. საუკეთესო განაცხადი ამ დროისთვის შპს „გალათეა“-ს აქვს წარდგენილი. კომპანია საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას მერიას 22 500 ლარად სთავაზობს. ველობილიკის გარდა, საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც.
პროექტი გამარჯვებულმა კომპანიამ 80 დღის ვადაში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, სამშენებლო ტენდერიც გამოცხადდება.
არსებული ინფორმაციით, ველობილიკი დაიწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან, გაივლის სანდრო ეულის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, მარიჯანის ქუჩას, ქავთარაძის ქუჩას, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირს და დამთავრდება პეკინის ქუჩაზე, სადაც არსებულ ველობილიკს მიუერთდება.
საპროექტო ველობილიკის სავარაუდო სიგრძე 5,1 კილომეტრია, ხოლო სიგანე ორივე მიმართულებით 3 მეტრი.