მინდელის შახტაში დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა
მინდელის შახტაში დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი მკურნალობის კურსს იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადის.

დაწესებულების დირექტორის, ირაკლი გოგინავას თქმით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მას თავის ქალის ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აქვს.

მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

დაშავებულები 36 და 55 წლის მამაკაცები არიან. მათ ამჟამად დიაგნოსტიკა უტარდებათ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.