მაღაროელები აცხადებენ, რომ ჭიათურიდან დედაქალაქში გადაინაცვლებენ და პროტესტს პარლამენტის წინ გააგრძელებენ

10:22, 19.06.2023

გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან დედაქალაქში გადაინაცვლებენ და პროტესტს პარლამენტის შენობის წინ გააგრძელებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, 50-მდე მაღაროელი შიმშილობას საკანონმდებლო ორგანოს წინ დაიწყებს.

„ჩვენთვის მიუღებელი და დამამცირებელია კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება ხელფასის ხუთი პროცენტით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის ამ ფორმას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ კომპანიამ ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების, ხელფასების ხუთი პროცენტით გაზრდის, აუდიტის ჩატარებისა და ერთობლივი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი