მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ ხუთ საწარმოსა და მეწარმე სუბიექტს მიენიჭა
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ ხუთ საწარმოსა და მეწარმე სუბიექტს მიენიჭა

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ ხუთ საწარმოსა და მეწარმე სუბიექტს მიენიჭა. სტატუსით ჯამში 460 საწარმო და მეწარმე სუბიექტი სარგებლობს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით, 10 წლით თავისუფლდებიან: იურიდიული პირები – ქონებისა და მოგების გადასახადისგან; მეწარმე ფიზიკური პირები – ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ხუთი საწარმო და მეწარმე სუბიექტი საქმიანობს საქართველოს ხუთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში. საქმიანობის სფეროებია: რძის წარმოება/რეალიზაცია, სოფლის მეურნეობა, ფუტკრის პროდუქტების წარმოება.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტმა განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.