მაღალმთიან რეგიონებში 8-11 იანვარს თოვლია მოსალოდნელი
მაღალმთიან რეგიონებში 8-11 იანვარს თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 11-16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, 8-13 გრადუსი დაფიქსირდება.

8 იანვარს, დღის ბოლოდან 11 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მაღალ მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში 4-9 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 9-11 გრადუსია ნავარაუდევი. 9-10 იანვარს შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა კი, 7-9 გრადუსამდე დაიკლებს.