მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს, გზების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდება
მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს, გზების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდება

მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს, გზების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდება და დილიდან განახლდება.

აჭარის სამივე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მოქმედებს საგანგებო შტაბები. სიტუაციას დღეს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა ქედის, შუახევისა და ხულოს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის წევრებთან.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ცნობით, ადმინისტრაციულ ცენტრებამდე გზა გაწმენდილია. მობილიზებულია ყველა მუნიციპალური სამსახური, ადგილობრივი და ცენტრალური საავტომობილო გზების დეპარტამენტები.

ძლიერი თოვლის გამო ხილვადობა გართულებულია, თუმცა მძიმე ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

ენეგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის რამდენიმე სოფლის გარდა ელექტროენერგია მთიან აჭარას შეუფერხებლად მიეწოდება.

თოვლის საფარი აჭარის მაღალმთიან სოფლებში 1,5 მეტრს აღწევს.