ძლიერი ყინვის გამო მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შეიქმნა
ძლიერი ყინვის გამო მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შეიქმნა

მაღალმთიან აჭარაში ძლიერი ყინვის გამო პრობლემები შეიქმნა. მოყინულია თემების ცენტრალურ ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი გზების ნაწილი, ასევე შიდა სასოფლო გზები, რის გამოც გადაადგილება გართულებულია.

რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა. მიზეზად ბავშვების გამოუცხადებლობა სახელდება.

ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები. გზების გაწმენდის სამუშაოები კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალიდან მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვაა მოსალოდნელი.

დატოვე კომენტარი