მაღალმთიანის სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის გომის მთას მიენიჭება
მაღალმთიანის სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის გომის მთას მიენიჭება

მაღალმთიანის სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის გომის მთას მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 ათასი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის იქნება დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში 19 დასახლებული პუნქტი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძველი თემა – გურიაში, გომის მთა ასევე მიიღებს სტატუსს. ეს სამართლიანობა აღსდგება, გომის მთა მიიღებს დასახლებული და შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.