მაღალი მოთხოვნის გამო, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა ერთი დღით გახანგრძლივდა
მაღალი მოთხოვნის გამო, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა ერთი დღით გახანგრძლივდა

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სააგენტოში რეკორდული რაოდენობის განაცხადი შევიდა.

„გაცნობებთ, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში შემოვიდა რეკორდული რაოდენობის განაცხადი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესიდეების მიღება სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განაცხადების მიღების ვადის ერთი დღით გახანგრძლივების შესახებ. კერძოდ, აპლიკაციების შევსება გაგრძელდება 26 ოქტომბრის 23:59 საათის ჩათვლით.

აქვე, მოგმართავთ რეკომენდაციით, რომ განაცხადების შევსება და გადაგზავნა მოახდინოთ 26 ოქტომბრის 18:00 საათამდე. ამ პერიოდში, 26 ოქტომბერს, 09:00 – 18:00 საათამდე, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 1525. გისურვებთ წარმატებებს!“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.