მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო, დაბა გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო, დაბა გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მცხეთა მთიანეთის მხარის გუბერნიის ცნობით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო, დაბა გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„ძლიერი ყინულმოცვის (უხვი ნალექისა და ყინვის) გამო, დაზიანდა მაღალი ძაბვის 110 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რის შედეგადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს, ჭართალს, ხანდოს ხეობას, გუდამაყარს.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დილის ექვსი საათიდან შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.