მაგდალენა ანდერსონი - ნატო-ს წევრობა მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, თუმცა ის სწორი გადაწყვეტილებაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის
მაგდალენა ანდერსონი - ნატო-ს წევრობა მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, თუმცა ის სწორი გადაწყვეტილებაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის

ნატო-ს წევრობა მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, თუმცა ის სწორი გადაწყვეტილებაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის, რაც შვედეთს უფრო უსაფრთხო ქვეყანად აქცევს და შვედეთის მოქალაქეებს კი, უფრო დაცულად აგრძნობინებს თავს.

„ეს ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ის სწორი გადაწყვეტილებაა და შვედეთის პარლამენტში დიდი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ გვსურს ვიყოთ უსაფრთხოების უზრუნველმყოფები ნატო-ში და წვლილი შევიტანოთ ნატო-ს ყველა ქვეყნისა და მოქალაქის უსაფრთხოებაში“, – განაცხადა ანდერსონმა.

შვედი პრემიერი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა გადადგამს ნაბიჯებს ტერორისტებთან საბრძოლველად, თუმცა ქვეყანა დაიცავს შვედეთისა და საერთაშორისო კონვენციებს ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

მაგდალენა ანდერსონი ასევე აღნიშნავს, რომ ნორმანდიული ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებით სტრატეგიულ უპირატესობას მოიპოვებენ ბალტიის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის აგრესიის მიმართ მოწყვლადები არიან.

„ფინეთისა და შვედეთის გეოგრაფიული მდებარეობა გაამარტივებს ბალტიის ქვეყნების დაცვას, თუ რამე მოხდება“, – აცხადებს ანდერსონი.

დატოვე კომენტარი