მადრიდში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით „ღირსების მარში“ გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა
მადრიდში საპროტესტო აქცია გაიმართა. „ღირსების მარშს“ ათასობით ადამიანი შეურთდა.
მომიტინგეები ვადამდელი არჩევნების გამართვას ითხოვდნენ, ასევე სეუტას მიგრაციული კრიზისის ფონზე ქალაქის მხარდაჭერა გამოხატეს.
აქციაში მონაწილეობდა ესპანეთის მემარჯვენე პარტია „ვიქს“-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი, რომელმაც მოითხოვა სეუტაში ჩასული მიგრანტების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება და გააკრიტიკა მთავრობის მოქმედება კრიზისის მოგვარების მიმართულებით.
მადრიდში მსგავსი მასშტაბის აქცია ივლისის ბოლოს გაიმართა, მაშინ ათიათასობით ადამიანმა პედრო სანჩესის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოა.