მადრიდში სკოლის მოსწავლეებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება
მადრიდში სკოლის მოსწავლეებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სკოლის მოსწავლეებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება.

ამის შესახებ მადრიდის რეგიონის პრეზიდენტმა, იზაბელ დიაზმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ექვსი წლის ასაკის ზემოთ ყველა ბავშვი ვალდებული იქნება, პირბადე ატაროს.

დიაზის განცხადებით, კლასში მხოლოდ 20 მოსწავლის ყოფნა იქნება დასაშვები, ხოლო დამატებითი გაკვეთილების ჩასატარებლად მადრიდში არსებული სკოლების მასშტაბით, 11 000 მასწავლებელი დასაქმდება.