მადრიდში სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის დროს საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
მადრიდში სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის დროს საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

მადრიდში სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის დროს საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებმა საცხოვრებელი სახლის გაქურდვა საახალწლო დღესასწაულის დღეებში სცადეს. თუმცა შენობაში მყოფმა მეზობლებმა სახლიდან გამომავალი ხმები გაიგეს. მათ კი იცოდნენ, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა. რის შემდეგაც მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს.

სამართალდამცველების ადგილზე მისვლის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. მეორემ კი გაქცევა სცადა. ის მეოთხე სართულიდან ზეწრების საშუალებით გადახტომას ცდილობდა, თუმცა ამ დროს ჩავარდა. შედეგად ის ფეხი მოტყდა. ამის შემდეგ პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. ის პოლიციის თანხლებით სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

დაკავების შემდეგ ჩატარებული ჩხრეკის დროს პოლიციამ სპეციალური მოწყობილობები ამოიღო, რომლის საშაულებითაც მათ კარის საკეტი მარტივად გახსნეს.