მადრიდში საცხოვრებელი სახლის ძარცვის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს
მადრიდში საცხოვრებელი სახლის ძარცვის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს

მადრიდში საცხოვრებელი სახლის ძარცვის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს.

როგორც ესპანური გამოცემა „ელ მუნდო“ იტყობინება, შემთხვევა ესპანეთის დედაქალაქის უბან ჩამარტინში მოხდა.

პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ერთ-ერთ მძარცველს ბინის მეპატრონემ დანაშაულის მომენტში შეუსწრო. გამოძიების ცნობით, დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც ბინის მფლობელი დაშავდა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

პოლიციამ ასევე დააკავა მძარცველის თანამზრახველი, რომლიც სამართალდამცავების გამოჩენის დროს გაქცევას შეეცადა. სავარაუდოდ, ისიც წარმოშობით ქართველია. პოლიციის ცნობით, დაკავებულებს თან აღმოაჩნდათ ბინების ძარცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.