მადრიდში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
მადრიდში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

მადრიდში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ბარები ღამის პირველ საათზე დაიხურება, რესტორნების ტერასებზე კი, მხოლოდ 10 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, საკუთარ სახლებშიც მხოლოდ 10 ადამიანამდე შეირკიბონ. ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 272 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 28 000 ადამიანი.